დიდიხანია ამ პოსტის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ხან რა იყო ხან რა ხან მეზარებოდა მოკლედ რუკი ნე დახაძილი.
თანამედროვე სამყაროს განვითარებასთან ერთად ბევრი ახალი დაავადება შეემატა ჩვენს ყოფიერებას. ძირითადად ეს დაავადებები ფსიქოლოგიური ხასიათისაა. ეს დაავადებაც, რომელსაც შეეხება ჩემი პოსტი, ესეთი სახისაა. მას ეწოდება compulsive shopping ანუ სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ ”იძულებითი” შოპინგი. არ ვიცი რამდენი ადამიანია შეპყრობილი ამ სენით საქართველოში, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში სადაც მასიურად მიღებულია საკრედიტო ბარათებით ანგარიშსწორება, იგი ძალიან ხშირია.
ჩამოვთვლი ამ დაავადების რამდენიმე სიმპტომს:
- ფულის ხარჯვა როდესაც თავს გრძნობთ ცუდად, ხართ გაბრაზებული ან გაქვთ დეპრესია
- ეიფორიის შეგრძნება ფულის ხარჯვის დროს
- ისტერიული ხარჯვის დამთავრების შემდეგ დანაშაულის და უხერხულობის გრძნობა
- ტყუილის ლაპარაკი ნაყიდი საგნის რეალურ ღირებულებაზე ან იმ თანხაზე რომლის სესხებაც მოგიწიათ მის საყიდლად
- მუდმივად ფულზე ფიქრი
- საგნების განვადებით შეძენისადმი უპირატესობის მინიჭება
- ხშირი კამათი გარშემომყოფებთან თქვენი შოპინგის ”უნარჩვევებზე”
- განსაცდელში ჩავარდნა საკრედიტო ბარათის გარეშე
შოპინგი განტვირთვის კარგი საშუალებაა და ქალები ხშირად მიმართავენ ამ ხერხს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი მაინცდამაინც compulsive shopper-ები ანუ შოპოჰოლიკები არიან. ამ დაავადების მსხვერპლებიც ცუდ ხასიათზე ყოფნისას და განტვირთვისთვის მიმართავენ შოპინგს, მაგრამ ჯანმრთელი ადამიანებისაგან განსხვავებით შოპინგის შემდეგ სულაც არ გრძნობენ თავს კარგად. შოპოჰოლიზმი ისეთი ტიპის დაავადებაა როგორც ალკოჰოლიზმი, აზარტული თამაშების სიყვარული ან ზედმეტის ჭამა როდესაც ცუდად ხართ. შოპინგისგან მიღებული სიამოვნება სულ ცოტა ხანი ძლებს, ხოლო მის შემდგე თქვენი პრობლემები იზრდება, მათ ემატება აღებული ვალებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები. როგორც ჩემს მიერ მოპოვებული ინფრომაცია იუწყება ძირითადად დაავადებულთა რიცხვში არიან ქალები. მათ ხშირად აქვთ უამრავი ტანსაცმელი რომელიც არც კი ჩაუცვამთ და იარლიყიც კი არ მოუძვრიათ.
მოკლედ დამეთანხმებით ალბათ რომ ასეთი დაავადებისკენ მიდრეკილება ყველა ადამიანს აქვს, ზოგს მეტად ზოგს კი ნაკლებად. სწორედ ამას იყენებს მარკეტინგი, იგი ხომ თქვენს ტვინში ძვრება და იცის რა ხდება იქ თქვენზე უკეთესად. არის მრავალი სოპეციალური ტექნიკა შემუშავებული, რათა რაც შეიძლება მეტი იყიდოთ, ერთერთი ალბათ ყველაზე ცნობილი ესეთი ხერხთაგანია საგნების, რომლებიც ერთად მოიხმარება, ისე განლაგება მაღაზიაში რომ ყველა განყოფილების დავლა მოგიწიოთ და ხელს კიდევ უამრავი ისეთი ნივთი გააყოლოთ რომლის ყიდვას არ აპირებდით.
ასევე ყურადღება ექცევა დიზაინს: მაგალითად ხორცის განყოფილება წითელი შუქითაა განათებული, რათა ახალი, ჯანსაღი ხორცის შეგრძნება მოგცეთ, თევზის-ცისფრად და ა.შ. კიდევ რამაც ყველაზე ძალიან გამაკვირვა იყო ის რომ ყურადღება ექცევა მუსიკას რომელიც ჟღერს მაღაზიაში, იგი ისეა შერჩეული რომ არც ძალიან ნელი იყოს და არც ძალიან სწრაფი, უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მიერ კალათის გაგორების სიჩქარეს. ეს ხრიკი ახანგძლივებს თქვენს მიერ მაღაზიაში ყოფნას და უაზრო ბოდიალს განყოფილებიდან განყოფილებაში.
ნაპოვნია კიდევ ერთი ხერხი თუ როგორ იშოვონ ფული ესეთი სენით შეპყრობილ ხალხზე. ოკეანეს იქით გამოიგონეს ახალი პროფესია რომელსაც შოპერი ქვია. შოპერი არის ადამიანი რომელიც არცთუისე პატარა საზღაურის სანაცვლოდ დაგყვებათ ფეხდაფეხ და გეუბნებათ რისი ყიდვა გჭირდებათ და რისი არა. მისი მომსახურება საათობრივად ანაზღაურდება და არც თუ ისე ცუდ შემოსავალი მოაქვს მაღაზიებისთვის. ასერომ ჯერ კიდევ დასათვლელია რითი დახარჯავთ მეტ ფულს – თქვენთვითონ უაზრო ხარჯვით თუ უცხო ადამიანის დახმარებით. შენთითონ, ეთ ლისტ იმ მომენტში, იქნები ბედნიერი როდესაც ფულს დახარჯავ. თანაც შოპერის დახმარებით სარგებლობა არ არის იაფი სიამოვნება და მხოლოდ შეძლებულ ”ავადმყოფებს” შეუძლიათ გაწვდნენ მას. დამატებითი გადასახადის შემთხვევაში შოპერს შეუძლია შეითავსოს სტილისტის როლიც და თავიდან ბოლომდე გაგილამაზოთ გარდერობი.
მორცა კინო წადით სახლებში თუ როგორცაა :გივი:







